• მთავარი
  • შესაძლებლობები
  • ფასები
  • პრომო
  • კონტაქტი
შესვლა

რეგისტრაცია

გამოყენების წესები
  • 1.    ზოგადი დებულებები

    წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს “ვებსენსი” (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ შპს “ვებსენსი”  ვებგვერდის გამოყენებას და მომსახურებით სარგებლობას. კომპანიის ან/და პარტნიორ(ებ)ის ვებ-გვერდ(ებ)ი და მასთან დაკავშირებული მომსახურებები,  მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც შპს „ვებსენსი“ პლატფორმა.

    პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.

    კომპანიის მომსახურებით სარგებლობით თქვენ ასევე ეთანხმებით პერსონალური მონაცემების  დამუშავების პოლიტიკას.

    ვინაიდან მომხმარებელს სურს, ისარგებლოს კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით და კომპანიის მიზანია გაუწიოს მომხმარებელს ამგვარი მომსახურება,  კომპანია და მომხმარებელი თანხმდებიან, დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მომხმარებლის მიერ მოხდება კომპანიის შემოთავაზებული მომსახურებებით სარგებლობა და მისი შეწყვეტა.

    გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს.

    ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს შპს „ვებსენსი“ პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, შეიტანოს მასში ცვლილებები წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ფორმით.

    2.    ტერმინთა განმარტება

    წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

    2.1     პირადი ანგარიში - ნიშნავს მომხმარებლის მიერ შპს „ვებსენსი“ პარტნიორ(ებ)ის ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშ(ებ)ს;

    2.2     ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას;

    2.3     გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე ან კომპანიის მიერ შერჩეული ნებისმიერი სხვა ფორმით;

    2.4     ვებგვერდი - ნიშნავს კომპანიის ვებ-გვერდს, განთავსებულს მისამართზე: www.webhr.ge;

    2.5   კომპანია, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს შპს „ვებსენსი”,  რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405434855 რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის  ქ. N26;

    2.6     მომხმარებელი, მომხმარებლები - ნიშნავს ჩვენი პარტნიორ(ებ)ის ვებ-გვერდ(ებ)ზე ან/და პლატფორმ(ა)(ებ)ზე რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, ცალ-ცალკე და ერთად;

    2.7     მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მომხმარებლებს;

    2.8     პლატფორმა - პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს კომპანიის ან პარტნიორ(ებ)ის ვებგვერდს ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს,  მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;

    2.9     შპს „ვებსენსი“ პარტნიორ(ებ)ი/პარტნიორ(ებ)ი - ნიშნავს წინამდებარე წესების მომხმარებლის მიერ გაცნობის მომენტისათვის ჩვენი კომპანიის სხვა სერვისებს, აგრეთვე ყველა იმ კომპანიას, რომელიც შემდგომ გახდება SENSE GROUP-ის ჯგუფის წევრი.

    2.10   საკონტაქტო ინფორმაცია - მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

    2.11   ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირადი ანგარიშის გამოყენებით მის პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით  განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.

    2.12   უნივერსალური იდენტიფიკატორები - მომხმარებლის მიერ კომპანიის პარტნიორ(ებ)ისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (მათ შორის, სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, პირადი ნომერი/საიდენტიციკაციო კოდი, დაბადების/რეგისტრაციის თარიღი, მისამართი (ფაქტობრივი და მიწოდების), რომელთა იგი უთითებს პარტნიორ(ებ)ის იდენტიფიკაციის სისტემ(ებ)ში და რის საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის პარტნიორ(ებ)ის რიგი მომსახურებებით ან/და პროდუქტით;

    2.13   წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიის პარტნიორ(ებ)მა შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტთან წვდომისათვის/მომსახურების მისაღებად;

    2.14    ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

    3.    განცხადებები და გარანტიები

    წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

    3.1     ყოველი მომხმარებელი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არც ერთი მომხმარებელი არ წარმოადგენს კომპანიის დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ კომპანიის პარტნიორ(ებ)ის ვებ-გვერდ(ებ)სა ან/და პლატფორმ(ა)(ებ)ზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსა და სისწორეზე, აგრეთვე ერთი მომხმარებლის მიერ მეორე მომხმარებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მისამართით განხორციელებულ ქმედებებზე;

    3.2     კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.

    3.3     არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი.

    3.4     გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს შპს „ვებსენსის“ ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

    3.5     მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

    3.6     გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

    3.7     მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

    3.8     მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

    3.9     კომპანიის პარტნიორ(ებ)ის ვებ-გვერდ(ებ)ზე პირადი ანგარიშ(ებ)ის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;

    3.10    მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული შპს „ვებსენსი“ ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ შპს „ვებსენსისთვის“ ან/და მისი პარტნიორ(ებ)ისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

    3.11    იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

    3.12    თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, შპს „ვებსენსმა“ მის მიერ პარტნიორ(ებ)ისთვის გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;

    3.13    მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

    3.14    კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;

    3.15    მომხმარებელი ადასტურებს, რომ არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:

    3.15.1      არღვევს კომპანიის კონფიდენციალურობისა და ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებსა;

    3.15.2      არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;

    3.15.3      არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;

    3.15.4      შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის/აპლიკაციის,  ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;

    3.15.5      მომხმარებელს ანიჭებს უნებართვო წვდომის ან ჩვენი ვებგვერდიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით (ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც მომხარებელს კომპანიისგან ნებართვა არ მიუღია.

    3.16    კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:

    3.16.1       მომხმარებლის მიერ პარტნიორ(ებ)ის ვებ-გვერდ(ებ)ზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე; აგრეთვე, აღნიშნულის საფუძველზე არაჯეროვანი შესრულებლით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;

    3.16.2       მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და მისი(ინფორმაციის) უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;

    3.16.3      მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.

    3.17   მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:

    3.18.1      ვებგვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;

    3.18.2      არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში; 

    3.18.3      იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ ვებგვერდზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას ან პასუხისმგებლობას, ან რაიმე სხვა ვებგვერდებზე, რომლებიც დაკავშირებულია და ჩვენ პირდაპირ/აშკარად ვაცხადებთ ასეთი მოწონების ან წარმომადგენლობის შესახებ. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.

    4.    მომსახურება და სარგებლობის პირობები

    4.1     კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია/ავტორიზაცია კომპანიის პარტნიორ(ებ)ის ვებ-გვერ(ებ)ზე და დაეთანხმოს კომპანიისთვის მომხმარებლის ინფორმაციის გაზიარებას. რეგისტრაციის/ავტორიზაციის პროცესში ამგვარი თანხმობის გაცხადებით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე პირობებსა და პერსონალური მონაცემების  დამუშავების პოლიტიკას.

    4.2     კომპანიის მომსახურება გულისხმობს მომხმარებლის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე პარტნიორ(ებ)ის პლატფორმ(ებ)ზე მომხმარებლის ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური ინფორმაციის) შეგროვებასა და დამუშავებას მისთვის (მომხმარებლისთვის) საინტერესო და მასზე (მომხმარებელზე) მორგებული მომსახურების ან/და პროდუქტის შეთავაზების, აგრეთვე მასთან კომუნიკაციის მიზნით.

    4.3     კომპანიისთვის ინფორმაციის გაზიარებაზე თანხმობის მონიშვნით მომხმარებელი კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას, პარტნიორ(ებ)ისგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის (პარტნიორის) პლატფორმ(ა)(ებ)ზე მომხმარებლის მიერ განთავსებული (მათ შორის, პერსონალური) ინფორმაცია, აგრეთვე მომხმარებლის ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების თაობაზე იმ პირობით, რომ ამგვარი ინფორმაცია საჭირო და აუცილებელია კომპანიის მიერ მომსახურების ჯეროვნად ან/და ეფექტურად გაწევისათვის ან/და მარკეტინგული მიზნებისათვის.

    4.4     მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება.

    4.5     მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;

    4.6     მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუკავშირდეს კომპანიას და მოითხოვოს კომპანიის მიერ მასთან (მომხმარებელთან) დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა; თავის მხრივ, კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, შეწყვიტოს ინფორმაციის დამუშავება  პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკაში განსაზღვრული წესების შესაბამისად.

    5.    იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

    5.1     მომხმარებლისთვის ცნობილია, რომ მის [მომხმარებლის] მიერ პარტნიორ(ებ)ის მომსახურებით სარგებლობისათვის კომპანიის პარტნიორები იყენებენ უნივერსალურ იდენტიფიკატორებს;

    5.2     მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის თითოეულმა პარტნიორმა შესაძლებელია ნებისმიერ დროს განსაზღვროს დამატებითი ან/და განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორი, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დამატებით შესაბამისი პარტნიორის მიერ.

    6.    კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

    6.1     თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.

    6.2     ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ კომპანიის ან/და კომპანიის რომელიმე პარტნიორის ვებგვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.

    6.3     კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის. კომპანიის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ვრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას.

    6.4     კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებგვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.

    6.5     თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.

    6.6     თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება, რომელიც ეკუთვნის კომპანიას ან მომსახურების მომწოდებლებს ან ვებგვერდს, არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:

    6.6.1        კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვის ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;

    6.6.2        თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (კომპანიის მითითების შესაბამისად) ან კომპანიამ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ,  ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.

    7.    ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

    8.1     წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი რომელიმე პარტნიორის პლაფტორმაზე თანხმობას განაცხადებს ინფორმაციის შპს „ვებსენსისთვის“ გაზიარებაზე, რაც ჩაითვლება ამ წესებსა და პირობებზე და  პერსონალური მონაცემების  დამუშავების პოლიტიკაზე თანხმობად. ხელშეკრულება ძალაში რჩება მომხმარებლის მიერ ამგვარი თანხმობის გამოთხოვამდე.

    8.2     ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    8.    მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

    9.1      წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

    9.2     მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი;

    9.    პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა

    10.1   გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას. პარტნიორ(ებ)ის პლატფორმაზე ინფორმაციის შპს „ვებსენსისთვის“ გაზიარებაზე თანხმობის მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას და ჩვენი ვებგვერდით ან/და მომსახურებით სარგებლობის ყველა პირობას.

    10.2   პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.

    10.  წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა

    11.1  წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. იმ შემთხვევაში, თუ პირობებში ცვლილების განხორციელებული რომელიმე ცვლილება არ არის განხორციელებული მომხმარებლის სასარგებლოდ, რაიმე ფორმით აუარესებს მის მდგომარეობას ან/და აკისრებს მას დამატებით პასუხისმგებლობას, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა ამ წესებისა და პირობების 13.5 პუნქტის შესაბამისად.

    11.  ერთიანი ხელშეკრულება

    12.1    წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და კომპანიას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებგვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებგვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

    12.  გარდამავალი დებულებები

    13.1.   წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;

    13.2.  კომპანია უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

    13.3.  თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;

    13.4.  კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში; მომხმარებელს, ამგვარი ცვლილების შესახებ ეცნობება კომპანიის ვებგვერდზე განთავსების გზით.

    13.5.  მხარეები თანხმდებიან, რომ თუ წინამდებარე ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების პირობების ცვლილებას კომპანია განახორციელებს მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია არ არის ვალდებული წინასწარ აცნობოს მომხმარებელს ცვლილების შესახებ. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მომხმარებელს ცვლილების შემდგომ კომპანიის პარტნიორ(ებ)ის ვებგვერდ(ებ)ის პირველივე გამოყენებისას გამოუჩნდება ფანჯარა განახლებული წესებითა და პირობებით/პერსონალურ მონაცემებთა დამუშავების პოლიტიკ(ებ)ით; მომხმარებელი კომპანიის მომსახურებით სარგებლობის გაგრძელებას შეძლებს მხოლოდ თანხმობის ხელახლა გაცხადების შემდეგ;

    13.6.  მომხმარებელი  კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;

    13.7.  იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით; 

    მომხმარებელი წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადებით ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აგრეთვე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას.

  • კონფიდენციალობის პოლიტიკა

      პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა


      როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება შპს “ვებსენსის” მიერ


      როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას


      წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით შპს „ვებსენსი“ (ს/კ 405434855, მისამართი ს. ცინცაძის ქ.26, საკონტაქტო ინფორმაცია: contact@websense.ge) (შემდგომში „კომპანია“) არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც  კომპანია იცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც კომპანია თქვენი თანხმობის საფუძველზე მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში და რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.


      პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება


      ჩვენ, შპს „ვებსენსი“-ს გუნდი, გპირდებით, რომ:


      ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;

      არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;

      ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.


      როგორ გიცავთ კანონი


      პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.


      კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:


      რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;

      მონაცემთა დამუშავების მიზანი;

      მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

      რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;

      ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;

      მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.


      თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.

      კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო კანონმდებლობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობიდან.



      აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება კომპანიას წარმოეშვება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის მოპოვებული გვაქვს თქვენი თანხმობა ან/და კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია.

       


      კომპანიას აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, კომპანიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ.


       


      პერსონალური ინფორმაციის ჯგუფები


      ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა სახის პერსონალურ ინფორმაციას და ვაჯგუფებთ მას შემდეგნაირად:


       


      პერსონალური ინფორმაციის ტიპების  აღწერილობა


      სახელშეკრულებო


      დეტალური ინფორმაცია ჩვენი პარტნიორ(ებ)ის მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა  და გაწეული მომსახურების შესახებ


      ლოკაციური


      მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კომპანიამ ჩვენი პარტნიორ(ებ)ისგან მოიპოვოს თქვენი თანხმობით, თქვენი მობილური ტელეფონის დახმარებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან, ან იმ ობიექტის ადგილმდებარეობიდან, სადაც ახორციელებთ ოპერაციებს


      ქცევითი


      დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენი პარტნიორ(ებ)ის პროდუქტებს და მომსახურებას


      ტექნიკური


      ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ


      საკომუნიკაციო


      ინფორმაცია, რომელსაც კომპანია მოიპოვებს თქვენი ელექტრონული წერილებიდან, თქვენსა და ჩვენს პარტნიორ(ებ)ს შორის განხორციელებული კომუნიკაციისას, თქვენსა და კომპანიას შორის განხორციელებული სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით.



      რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას


       

      თქვენს შესახებ ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური ინფორმაციის) მოპოვება ხდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, პარტნიორ(ებ)ისგან ინფორმაციის გამოთხოვნის გზით. ჩვენ პარტნიორ(ებ)ისგან გამოვითხოვთ ინფორმაციას:


      მათ პლატფორმაზე რეგისტრაციისას თქვენ მიერ მითითებული მონაცემების (მ.შ პერსონალური ინფორმაციის) შესახებ;

      თქვენი პირადი ანგარიშით განხორციელებული ოპერაციების შესახებ;

      მათ პლატფორმაზე თქვენ მიერ განხორციელებული სხვა აქტივობების შესახებ;

      მათსა და თქვენს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ;


       


      ინფორმაციას მოვიპოვებთ აგრეთვე იმ შემთხვევაში:


      როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;

      როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ან ჩვენი პარტნიორ(ებ)ის ვებგვერდ(ებ)ს;

      როცა გვიგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.


       


      „მზა ჩანაწერები“ (Cookies)


      ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებგვერდზე ვიზიტორების, ისევე როგორც რეგისტრირებული მომხმარებლების ქცევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებგვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.


      ჩვენს ვებგვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, ვიზიტორებისა ან/და მომხმარებლების ვებგვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:


      IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი, საიდანაც ხდება ვებგვერდზე შემოსვლა.

      ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.

      ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მოხდა: ვებგვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.


       


      ვებგვერდის გამოყენებისას, თქვენ გეცნობებათ, რომ ხორციელდება მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვება. თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება თქვენს თანხმობად ამგვარ დაკვირვებაზე.


       


      ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით, არამედ შესაძლებელია გამოვიყენოთ მომსახურების ხარისხის სრულყოფისათვის ან/და ვებ-გვერდზე მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. თუ გსურთ შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს, თუ დაბლოკავთ ან წაშლით cookie-ს ფაილებს. 


       


      მოგროვებულ ინფორმაციას ვიყენე

      პარტნიორ(ებ)ისთვის გასაზიარებლად, რათა მათ, შპს „ვებსენსის“ მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე შეძლონ თქვენთვის საინტერესო და თქვენზე მორგებული პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება;

      ვებგვერდის სტატისტიკის საწარმოებლად, პროცესების, ველების და ვებგვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის, აგრეთვე ვებგვერდით სარგებლობის ინტენსივობის გაზრდის მიზნით;

      ვებგვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით;

      ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ღონისძიებების თავიდან აცილების მიზნით;

       ვებგვერდზე მომხმარებელთა  ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად;

      ვებგვერდის და მისი კომპონენტების მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით ადაპტირების მიზნით;

      თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად;

      იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებთ თქვენ ჩვენი პარტნიორ(ებ)ის პროდუქტებსა და მომსახურებას;

      ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;

      საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;

      ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციებსა და კორპორატიულ მმართველობას;

      მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი  ვალდებულებების განსახორციელებლად;

      ასევე cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად, თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებგვერდზე და Google Analytics-ის რეპორტების საწარმოებლად;


       


      ჩვენი მიზანი:


      მონაცემების განახლება, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება;

      პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება, ამასთან დაკავშირებით პარტნიორ(ებ)ის ინფორმირება თქვენი საჭიროებების და სურვილების თაობაზე;

      ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის კლიენტთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;

      ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;

      ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.


       


      ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს


       


      შპს „ვებსენსი“ თქვენს შესახებ შეგროვებულ და დამუშავებულ ინფორმაციას (მათ შორის, პერსონალურ მონაცემებს) არ უზიარებს მესამე მხარეს და იყენებს მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის;


      შპს „ვებსენსი“ უფლებამოსილია მომხმარებლისათვის მოკლე ტექსტური შეტყობინებებით შეთავაზებების გაგზავნის მიზნებისთვის საჭირო ინფორმაცია (მ.შ. კლიენტის პერსონალური ინფორმაცია), მიაწოდოს შპს „ვებსენსი“-თან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ სატელეკომუნიკაციო (მობილურ) ოპერატორ(ებ)ს, რომლებიც თავის მხრივ კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა და არ დაამუშავონ სხვა მიზნებისთვის;


       


      ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით.


      თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.


       


      ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენი ინფორმაცია ბიზნესის გადაცემის დროს


      თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია მოხდეს კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შედეგად. ამ შემთხვევაში ჩვენი სამართალმემკვიდრე მოიპოვებს ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე პოლიტიკა.


       


      ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით


      ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად და/ან ვებგვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებგვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.


       


      ვებგვერდზე თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება


      ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად.


      ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.


       


      გაცნობებთ, რომ ჩვენი ვებგვერდის/მომსახურების გამოყენებით თქვენი ინფორმაცია მოწყობილობის ნომრის, ვერსიის შესახებ გადაეცემა ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: Google Analytics.


       


       


      მესამე მხარე ვებგვერდების ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა


       


      წინამდებარე პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ პარტნიორ(ებ)ისგან თქვენი თანხმობის საფუძველზე. სხვა ვებგვერდებს, რომლებზე გადამისამართებაც შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდან, საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა და მონაცემთა კრებული, ასევე ასეთი ინფორმაციის გამოყენებისა და გამჟღავნების პრინციპები აქვთ. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე, შესაბამისად მოგიწოდებთ, თქვენი ინფორმაციის გაცემამდე ყურადღებით გაეცნოთ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკ(ებ)ს.


       


      რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?


      თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში;


      აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად, იმ ვადით, რა ვადაც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად:  


      ●          კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად


      ●          იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით


      ●          შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით


      თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.


       


      ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში


      ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე პოლიტიკა.  პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე / აპლიკაციაში და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). ამასთან, წინამდებარე პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. თქვენი ვალდებულებაა, პერიოდულად შეამოწმოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა.


       


      თქვენი უფლებები


      თქვენ უფლება გაქვთ:


      1)     მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;


      2)     პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში;


      3)     ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ან შეზღუდოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა გვაცნობოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე support@webhr.ge, ან პარტნიორი კომპანიის ვებ-გვერდიდან გათიშოთ გაზიარება. support@webhr.ge ელექტრონულ მისამართზე განცხადების დაფიქსირების შემთხვევაში, ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების დამუშავება; თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვთ ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის შესაბამისი მომსახურებების მიღება.


      4)     უარი განაცხადოთ ავტომატური საშუალებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი მონაცემების გამოყენებაზე (მათ შორის პროფაილინგზე), რასთან დაკავშირებითაც წერილობით უნდა გვაცნობოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე support@webhr.ge; ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების ამგვარი დამუშავება;


       


      კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით:


      support@webhr.ge


      contact@websense.ge


       


       


      მარკეტინგი


      ჩვენ თქვენს პირადი მონაცემებს ვიყენებთ თქვენთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად.


      ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ პარტნიორ(ებ)ის საშუალებით, ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით.


      ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ,  ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.


      ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს ამის ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.


       


      თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს თავად გათიშოთ ან დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ასეთი მოთხოვნის დაფიქსირება შეგიძლიათ მარკეტინგული შეტყობინების შემცველი შეტყობინების ბოლოს, გამოწერის გაუქმების (unsubscribe) ღილაკის მონიშვნით.


      ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.


       


      პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:


       


      support@webhr.ge


      contact@websense.ge


       


      თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.


       


      თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენს მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.

      საიტი
      • შესაძლებლობები
      • ფასები
      • შესვლა
      პოლიტიკა
      • გამოყენების წესები
      • კონფიდენციალობის პოლიტიკა
      • კონტაქტი

      contact@websense.ge +995 596 60 70 10 S. Tsintsadze str.26 , Tbilisi, Georgia

      Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია